ფეხბურთი

15:33 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი გაირკვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი გაირკვა. სეზონი 17 აგვისტოს დაიწყება და 16 მაისს დასრულდება.

„პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ტურში სტუმრად „ნანტს“ შეხვდება, ხოლო სეზონს ასევე სტუმრად, თანაქალაქელ „პარიზთან“ მატჩით დაასრულებს. გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ პირველ ტურში „ლანსს“ გასვლაზე უნდა შეხვდეს, თუ აპელაცია შედეგს გამოიღებს.

„ლიონი“ კალენდარში ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 2-ში დააქვეითეს. ამის მიზეზი ისაა, რომ კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოო განაჩენი უნდა ჯერ კიდევ უნდა გამოიტანონ. თავდაპირველი გადაწყვეტილება თუ ძალაში დარჩა და „ლიონი“ დააქვეითეს, მის ნაცვლად ლიგა 1-ში „რეიმსი“ ითამაშებს.

პირველი ტურის კალენდარი, რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება, ლიგა 1-ის ახალ სეზონში ასეთია:

„რენი“ – „მარსელი“

„ლანსი“ – „ლიონი“

„ბრესტი“ – „ლილი“

„ნიცა“ – „ტულუზი“

„ანჟერი“ - „პარიზი“

„მეცი“ – „სტრასბური“

„ოსერი“ – „ლორიენი“

„მონაკო“ – „ლე ავრი“

„ნანტი“ – „პარი სენ-ჟერმენი“

"პარი სენ-ჟერმენის" მთელი სეზონის კალენდარი:

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16509