UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა, მისი თქმით ამ ბრძოლაში ფავორიტი ილია თოფურიაა და ის მსუბუქი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდება.
"ილიამ კარგად იცის, რომ ბრძოლის დასაწყისში ოლივეირა აგრესიული იქნება და ფეხით ეცდება შეტევაზე გადასვლას, ასე რომ თოფურია თავიდანვე წნეხის ქვეშ არ მოაქცევს. ამ ბრძოლაში მინდა, რომ თოფურიამ მოიგოს. თუ ოლივეირა მთელი ბრძოლის განმავლობაში წინ წავა, ილია მას რამდენიმე მძიმე ბომბს დაახვედრებს და ყველაფერს მარტივად დაასრულებს. თოფურია მსუბუქი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდება." - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება, ბრძოლა ლას ვეგასში საქართველოს დროით 29 ივნისს (კვირას, გამთენიისას) გაიმართება.