მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტი გარკვეულია.
ბუნებრივია, ცნობილია მერვედფინალური წყვილებიც და ასევე, ყველა გუნდის ბადე ფინალამდე. პლეი-ოფის სტადია 28 ივნისს, შაბათს, ორი მატჩით დაიწყება.
„პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერ მაიამის“ შეხვდება და წყვილში უდავო ფავორიტია. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია პირველად ითამაშებს ლიონელ მესის წინააღმდეგ.
მერვედფინალში ძალიან საინტერესო უნდა იყოს ბრაზილიური დერბი „პალმეირასსა“ და „ბოტაფოგოს“ შორის, ხოლო ფურცელზე მაინც, ცენტრალური დაპირისპირება მაინც „რეალი“ – „იუვენტუსია“. თუმცა, „იუვეს“ კრიზისიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, ამ გუნდების დიდ ისტორიას და მდიდარ ურთიერთშეხვედრების წარსულს, მოახლოებულ მატჩთან საერთო თუ ექნება...
მერვედფინალი
28 ივნისი
„პალმეირასი“ – „ბოტაფოგო“ (20:00 საათი)
„ბენფიკა“ – „ჩელსი“ (23:55 საათი)
29 ივნისი
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ინტერ მაიამი“ (20:00 საათი)
„ფლამენგო“ – „ბაიერნი“ (23:55 საათი)
30 ივნისი/1ივლისი
„ინტერი“ – „ფლუმინენსე“ (23:00 საათი)
„მანჩესტერ სიტი“ – „ალ ჰილალი“ (05:00 საათი)
1 ივლისი/2 ივლისი
„რეალი“ – „იუვენტუსი“ (23:00 საათი)
„დორტმუნდი“ – „მონტერეი“ (05:00 საათი)