ფეხბურთი

17:35 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალისონმა ორ ძვირადღირებულ შეთავაზებაზე უარი თქვა და "ლივერპულში" რჩება
ბრაზილიელს გიორგი მამარდაშვილთან კონკურენცია მოუწევს

„ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი მიმდინარე ზაფხულს კლუბის დატოვებას არ აპირებს.

როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, ბოლო კვირების განმავლობაში ალისონმა „გალათასარაის“ და საუდის არაბეთის კლუბისგან ორ ძალიან ძვირადღირებულ შეთავაზებაზე უარი თქვა.

როგორც ჩანს, ბრაზილიელი მეკარე ისევ „ლივერპულის“ კარს დაიცავს და გიორგი მამარდაშვილს მასთან კონკურენცია მოუწევს. მოგეხსენებათ, ქართველმა მეკარემ „წითლებთან“ კონტრაქტი შარშან გააფორმა და „ვალენსიაში“ იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ „ლივერპულს“ სულ მალე შეუერთდება.

ალისონს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის ინგლისურ გრანდში 2018 წლიდან თამაშობს და დღემდე 298 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან ერთხელ გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089821