„ნაპოლიმ“ ალექს მერეტთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც გაისად იწურებოდა.
ახალი შეთანხმების საფუძველზე იტალიელი მეკარე „აძურის“ კარს 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
ალექს მერეტი „ნაპოლიმ“ 2018 წელს დაიმატა და მას შემდეგ მან 212 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 68-ჯერ კარი მშრალად შეინახა. მერეტმა „ნაპოლიში“ 2023 და 2025 წლებში იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2020 წელს იტალიის თასი.