ფეხბურთი

23:47 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ჩემპიონატში ბრუნდება

ვეტერანი ფრანგი ფორვარდი ოლივიე ჟირუ ახლოსაა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნებასთან.

ფრანგული მედიის ცნობით, ჟირუ „ლილში“ გადასვლამდე ნაბიჯითაა დაშორებული. შეთანხმებულია კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდება, კიდევ ერთი წლით განახლების ოფციით.

ოლივიე ჟირუ 2024 წლიდან „ლოს ანჯელესის“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში 37 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან ამერიკული გუნდი უკვე დატოვა.

ფრანგს კარიერის საუკეთესო წლები „არსენალში“, „ჩელსისა“ და „მილანში“ აქვს გატარებული, ლიგა 1-ში კი, ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში ითამაშა, როცა „მონპელიესთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა. კარიერის სტარტზე ჟირუ „გრენობლის“, „ისტრისა“ და „ტურის“ რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095045