ფეხბურთი

18:05 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა

„ვალენსიას“ „უოტფორდიდან“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ვალენსიელთა გეგმაა ჩაკვეტაძის იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით დამატება, რომლის საფასური 4-5 მილიონი ევრო იქნება. „უოტფორდის“ პოზიცია უცნობია, რადგან ინგლისელები ქართველს სავარაუდოდ, გაცილებით ძვირად შეაფასებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეს მიმართ ინტერესს „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ბირმინგემიც“ იჩენენ, რომლებსაც გაცილებით უკეთესი ფინანსური რესურსი აქვთ, ვიდრე „ვალენსიას“.

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 2023 წლიდან თამაშობს და 74 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 10-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მანამდე ის „სლოვანის“, „ჰამბურგის“, „გენტისა“ და „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა.

0.075831