ფეხბურთი

19:19 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ბარსელონა" მზადაა ნიკოს გამოსასყიდი თანხის გადასახდელად"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი მზადაა „ბილბაოს“ ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს, თუ ეს საჭირო გახდება.

„ნიკო უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადახდას თუ ბაზრის დინამიკა მოითხოვს, „ბარსელონა“ მზადაა ეს გააკეთოს, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც საჭიროა.

დე იონგი? მასთან კონტრაქტის განახლების საკითხი სწორი მიმართულებით მიდის. გვინდა, რომ ის ჩვენთან მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს, რადგან გუნდის საყრდენია. იმედი მაქვს, დარჩება. მას დარჩენა სურს და ვიცი, რომ „ბარსელონაში“ ბედნიერია, დიდ პრობლემებს ვერ ვხედავ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ნიკო უილიამსის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. ესპანელსაც კატალონიელთა რიგებში გადასვლა სურს, მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნიც“ ეპატიჟებოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162525