მადრიდის „ატლეტიკო“ „ვილიარეალიდან“ ალექს ბაენას დაიმატებს. Marca-ს ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია და მალე ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ტრანსფერის ღირებულება 45 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონიც დაემატება.
23 წლის ალექს ბაენა „ვილიარეალის“ აღზრდილია, რომლის მაისურით დღემდე 148 მატჩში 26 გოლი გაიტანა, ხოლო ერთი სეზონი იჯარით „ჟირონაშიც“ აქვს გატარებული. ესპანეთის ნაკრებში მის აქტივში 10 მატჩი და 2 გოლია.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ მანამდე „ატალანტადან“ მატეო რუჯერის და „ბეტისიდან“ ჯონი კარდოსოს ტრანსფერები შეათანხმა.