ფეხბურთი

10:26 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ნიდერლანდელ შემტევთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

პსვ ეინდჰოვენის შემტევ ნოა ლანგს „ნაპოლისთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს, რის შესახებაც ნიდერლანდური კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა.

კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდეა გათვლილი, სეზონში 2.8 მილიონი ევროს ხელფასით.

"ნაპოლი" პსვ-სთან შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა 25 მილიონ ევროდ, რასაც ბონუსად 5 მილიონიც დაემატება და შესაძლოა, გარიგება უახლოეს ხანში დაიხუროს.

ნოა ლანგი პსვ-ში 2023 წლიდან თამაშობს და 63 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე „ბრიუგეს“, „ტვენტესა“ და „აიაქსის“ წევრი იყო, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 14 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091664