ძიუდო

20:32 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გამეზარდაშვილის და გულბიანის ბრინჯაოს მედლები კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე კადეტებს შორის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს მონაგარს ორი ბრინჯაოს მედალი შეემატა, რომლებიც ნანა გულბიანისა და ვასილ გამეზარდაშვილის ანგარიშზეა.

გამეზარდაშვილმა (73 კგ) ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო სომეხი ტიგრან სარუხანიანის, ბულგარელი ნიკოლაზ მიჰალევისა და იტალიელი ჯუზეპე ბრაჩოფორტეს წინააღმდეგ. შემდეგ ნახევარფინალში ჩეხ ადამ რუსნაკთან წააგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგი მეტოქის, აჰმედ-ადამ ჰამდაუის წინააღმდეგ მოიგო.

ნანა გულბიანმა (63 კგ) სლოვენიელ პაულინა სელანის და სერბ ნინა ანდრიჩს მოუგო, რუს აიშატ ალიევასთან დამარცხდა, თუმცა მედლისთვის ბრძოლაში ბოსნიელ ანა სკილიევიჩს აჯობა და ბრინჯაო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვერცხლის მედალი ცოტნე იჩქითიძემ დაისაკუთრა. შედეგად, საქართველოს მონაგარი ჯერჯერობით, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091835