ფეხბურთი

21:50 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" უეფასთან შეთანხმებას მიაღწია

„ლიონი“ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშს შეძლებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა სააპელაციო საჩივარი მოიგოს.

როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თუ ლიგა 1-ში თამაშთან დაკავშირებით მისი აპელაცია შედეგიანი აღმოჩნდება, უეფა ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებას მისცემს. მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.

ასე რომ, „ლიონის“ ბედი მთლიანად აპელაციის შედეგზეა დამოკიდებული: მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გუნდი ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ევროტურნირებზე გამოვა და ლიგა 2-ში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ „ლიონი“ ვალებისთვის, რაც 500 მილიონ ევროს აჭარბებს, ლიგა 2-ში დააქვეითა. კლუბმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის შედეგები უახლოეს ერთ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.07895
სარეკლამო ადგილი - 99
X x X