საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის „სპაერმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ აჯობა და ფინალში გავიდა.
ანზორ კიღურაძის გუნდმა მეტოქეზე უკეთ ითამაშა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინა, პენალტების სერიამდეც მოიგებდა.
42-ე წუთზე „ტორპედო“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, ერიკ პიმენტელის გაძევების გამო, ხოლო „სპაერმა“ პენალტის შესრულების უფლება მიღო, რომელიც საბა გეგიაძემ არაზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში „სპაერს“ კიდევ ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ოთო გოშაძემ „ტორპედო“ არაერთხელ გადაარჩინა.
საბოლოოდ, დირკ შუსტერის გუნდმა პენალტებამდე შეძლო თამაშის მიყვანა, მაგრამ ვერც იქ იყოჩაღა: „სპაერმა“ 5-დან 4 პენალტი გაიტანა, „ტორპედომ“ – 3. მატეო იტრაკისა და სოლომონ კვირკველიას დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, მეკარემ, ბუხუტი ფუტკარაძემ აჯობა ორივეს და პენალტებში თბილისელებმა 4:3 მოიგეს.
საქართველოს სუპერთასის ფინალში „სპაერის“ მეტოქე გორის „დილა“ იქნება, ხოლო „ტორპედო“ მესამეადგილისთვის „იბერიას“ შეხვდება.