ფეხბურთი

23:12 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი სორი მანე დაიმატა. ეს ინფორმაცია კლუბის გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ დაადასტურა.

29 წლის ცენტრალური მცველი 2023 წლიდან „ვიზეუში“ თამაშობდა. მან კარიერა გენუის „სამპდორიაში“ დაიწყო, მაგრამ 2015 წლიდან პორტუგალიაში ირჯებოდა, სადაც „ოლანენსეს“, „პიედადეს“, „მორეირენსესა“ და „ვიზეუს“ წევრი იყო.

2017 წლიდან დღემდე მან გვინეა ბისაუს ნაკრების რიგებში 42 მატჩი ჩაატარა.

კორი მანე „ტორპედოს“ მესამე ახალწვეულია ვლადიმერ მამუჩაშვილისა და მატეი შიმიჩის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.129535