ფეხბურთი

11:40 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" დავიდ ალაბა ისევ გამოაკლდა

მადრიდის „რეალმა“ დავიდ ალაბა კიდევ ერთხელ დაკარგა. ავსტრიელი მცველი ისევ ტრავმირებულია.

33 წლის ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აღენიშნება, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე იუქმებს, შესაბამისად, „სამეფო კლუბს“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

გასულ სეზონში ალაბამ მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, ხოლო წინა სეზონში 17-ჯერ ითამაშა. ის „რეალის“ წევრი 2021 წლიდანაა და ამ პერიოდში 116 თამაშში თავი 5 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095404