„ლევერკუზენმა“ ახალგაზრდა ცენტრალური მცველი აბდულაიე ფაიე დაიმატა, რომელმაც ჯონათან ტაა უნდა შეცვალოს.
20 წლის ფეხბურთელი გერმანულმა გუნდმა შვედური „ჰაკენიდან“ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
სენეგალელი ფეხბურთელი „ჰაკენის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავდა.