ფეხბურთი

16:18 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მზადაა შვეიცარიელ ნახევარმცველში 30 მილიონი გადაიხადოს

„მილანი“ „ბრიუგედან“ ნიჭიერი ნახევარმცველის არდონ იაშარის გადაბირებას ცდილობს.

იტალიური მედიის ცნობით, „როსონერიმ“ შეთავაზება გაზარდა და ბელგიურ კლუბს 22 წლის ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს სთავაზობს. შედეგად, ახლა უფრო დიდი შანსია, რომ „ბრიუგე“ ტრანსფერს დათანხმდეს.

არდონ იაშარმა „ბრიუგეში“ გასულ სეზონში 47 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის სამშობლოში, „ლუცერნის“ მაისურით თამაშობდა, სადაც 101 შეხვედრაში 9 გოლი მიითვალა. შვეიცარიის ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096145