ფეხბურთი

17:24 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ფრანგ ფორვარდს 24 მილიონად დაიმატებს

მილანის „ინტერი“ „პარმას“ ფორვარდს ანგე-იოან ბონის დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და 21 წლის ფეხბურთელმა ორშაბათს, შესაძლოა სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

ბონი „ინტერში“ მარკუს ტურამის ალტერნატივად მიაჩნიათ. საქმე ისაა, რომ „ნერაძური“ სათადარიგო თავდამსხმელებმა მარკო არნაუტოვიჩმა და ხოაკინ კორეამ დატოვეს, შესაბამისად, კლუბში ისეთი შემტევები სჭირდებათ, რომლებიც ლაუტარო მარტინესსა და მარკუს ტურამს როტაციაში დაეხმარებიან.

„ინტერი“ ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ „პარმას“ 24 მილიონ ევროს გადაუხდის და შემდეგ მასთან კონტრაქტს გააფორმებს.

21 წლის ფრანგი ფორვარდის კარიერა „შატორუში“ დაიწყო, ხოლო 2021 წლიდან „პარმაშია“, რომლის მაისურით დღემდე 116 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097578