ფეხბურთი

19:13 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" "ვალენსიას" მცველის შეძენას ცდილობს

ლონდონის „არსენალი“ „ვალენსიას“ მცველის კრისტიან მოსკერას ტრანსფერზე მუშაობს.

ინგლისურმა კლუბმა „ლოს ჩეს“ 18 მილიონი ევროც შესთავაზა, მაგრამ ეს შეთავაზება ესპანელებმა დაბლოკეს. მიუხედავად ამისა, „მეთოფეები“ არ ნებდებიან და შეთავაზება 21-22 მილიონამდე გაზარდეს.

თავის მხრივ, ფეხბურთელს „არსენალთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, რომელსაც 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ასე რომ, ახლა „არსენალს“ „ვალენსიასთან“ შეთანხმება მართებს.

21 წლის კრისტიან მოსკერა „ვალენსიას“ აღზრდილია, რომლის რიგებში დღემდე 90 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების გამოცდილება აქვს.

0.094967