ფეხბურთი

18:07 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხანმოკლე თავგადასავალი საუდის არაბეთში: ჯონ დურანი ევროპაში ბრუნდება

ნიჭიერი კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯონ დურანი ახლოსაა საუდის არაბეთის დატოვებასა და ევროპაში დაბრუნებასთან.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „ალ-ნასრი“ მზადაა 21 წლის ფეხბურთელი გაუშვას და სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ შეთავაზება მიიღოს. ახლა თურქული კლუბი ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე მორიგებას ცდილობს.

დურანი „ალ-ნასრს“ იანვარში „ასტონ ვილადან“ 78 მილიონ ევროდ შეუერთდა, ამ პერიოდში 18 მატჩში 12 გოლიც გაიტანა, მაგრამ მისი არაბული თავგადასავალი, როგორც ჩანს, მხოლოდ ექვსთვიანი გამოდგა.

ჯონ დურანს მანამდე „ასტონ ვილაში“ უთამაშია, სადაც 78 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო კოლუმბიის ნაკრებში 20 მატჩში 3 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095647