„დორტმუნდის“ ფეხბურთელი იუსუფა მუკოკო კარიერას დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენში“ გააგრძელებს.
20 წლის შემტევმა, რომელზეც ერთ დროს დიდი იმედები მყარდებოდა და 17 წლის ასაკში გერმანიის ნაკრებში ორი მატჩიც ჩაატარა, სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა. ის დანიურ კლუბს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მუკოკო „დორტმუნდის“ აღზრდილია და 2020 წლიდან „ყვითლების“ მაისურით 99 თამაშში 18 გოლი გაიტანა. თუმცა, პროგრესი ვერ გააგრძელა, ხოლო გასული სეზონი იჯარით ფრანგულ „ნიცაში“ გაატარა, სადაც 22 თამაშში 2 გოლით გამოირჩა.