ფეხბურთი

20:04 | 28.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1 არ დააკმაყოფილებს პსჟ-ს მოთხოვნას სეზონის პირველი თამაშის გადადების შესახებ

ლიგა 1 არ გადადებს საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს, პსჟ-ს ხელმძღვანელობის მოთხოვნის მიუხედავად. ამის შესახებ RMC Sport გვამცნობს. პარიზული კლუბისთვის სეზონის დაწყება 17 აგვისტოს არის დაგეგმილი, ამ დღეს ლუის ენრიკეს გუნდი „ნანტს“ დაუპირისპირდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ს მენეჯერები შეეცდებიან ჩემპიონატი მოგვიანებით დაიწყონ, რადგან გუნდის ფეხბურთელებმა შესაძლოა საკმარისად არ დაისვენონ, თუ ისინი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდებიან. ტურნირის მთავარი მატჩი აშშ-ში 13 ივლისს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერებმა პარიზული კლუბის თხოვნით გადადეს „ნანტსა“ და პსჟ-ს შორის შეხვედრა, რამაც მათი მოწინააღმდეგეების უკმაყოფილება გამოიწვია. ლიგა 1 უფრო მეტად არის მიდრეკილი მატჩის არგადადებისკენ , რადგან სეზონის თამაშების გრაფიკი უკვე ჩამოყალიბებულია.

თეგებილიგა 1პსჟ
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103034
სარეკლამო ადგილი - 99
X x X