„იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი პოლ პოგბა „მონაკოს“ ფეხბურთელი გახდა - გვამცნობს „მონაკოს“ პრეს-სამსახური.
32 წლის ფრანგმა ორსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა - 2027 წლის 30 ივნისამდე.
პოგბა მოედანზე 2023 წლის სექტემბრიდან არ გასულა. 2024 წლის თებერვალში ფეხბურთელს ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. მის ორგანიზმში ტესტოსტერონის მომატებული დონე აღმოჩნდა.
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ფრანგის დისკვალიფიკაციის ვადა 18 თვემდე შემცირდა, რის გამოც აკრძალვა 2025 წლის მარტში ამოიწურა.
პოგბას ბოლო კლუბი „იუვენტუსი“ გახდათ, რომელმაც მასთან კონტრაქტი 2024 წლის დეკემბერში შეწყვიტა. მანამდე ის ასევე თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლე ჰავრში“.