„ლას პალმასის“ ფეხბურთელი ზებენ რამოსი 23 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა, გვამცნობს ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
რამოსი მცველი გახლდათ და „ლას პალმასის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. 9 ივნისს, მას მანქანა დაეჯახა ლას პალმასის პროვინციაში, არუკასში. სპორტსმენმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო და კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.
„ელ ესპანოლის“ ცნობით, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, რამოსი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.
რამოსი „ლას პალმასს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და ახალგაზრდულ გუნდში ერთი მატჩი ჩაატარა. 2024/2025 წლების სეზონში „ლას პალმასმა“ ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-19 ადგილი დაიკავა და სეგუნდაში დაქვეითდა.