ფეხბურთი

0:15 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ხუთ საუკეთესოს შორისაა"

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საუკეთესო არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ხუთ საუკეთესო ლიგას შორისაა.

როგორც მან თქვა, საუდის არაბეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა იციან, რომ ეს სიმართლეა:

„მე 100%-ით მჯერა იმის, რასაც ვამბობ, ისინი, ვინც არაბეთში თამაშობენ, იციან, რაზე ვსაუბრობ. სწორედ ამიტომ დავრჩი აქ, მტკიცედ მჯერა ამ პროექტის. მხოლოდ ის, ვისაც აქ არასდროს უთამაშია ან ფეხბურთის არაფერი გაეგება, იტყვის, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ხუთ საუკეთესოს შორის არ არის“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და სეზონში ანაზღაურების სახით 200 მილიონ ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.106243