ფეხბურთი

0:54 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟე ჟეზუსი „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელი გახდება

Record-ის ცნობით, პორტუგალიელი ჟორჟე ჟეზუსი „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

70 წლის სპეციალისტი უკვე დათანხმდა საუდის არაბეთის კლუბში მუშაობას. მოსალოდნელია, რომ ის კონტრაქტს მომავალ კვირას მადრიდში მოაწერს ხელს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაამტკიცა თანამემამულის დანიშვნა. მოგეხსენებათ, ახალი კონტრაქტის თანახმად, რონალდუს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზეც აქვს გავლენა.

25 ივნისს „ალ-ნასრმა“ გამოაცხადა სტეფანო პიოლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. იტალიელი გუნდს 2024 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.

70 წლის ჟეზუსის ბოლო სამუშაო ადგილი „ალ-ჰილალი“ გახლდათ, რომელიც მან მაისში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167084