საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მერვედფინალური მატჩი გაიმართა, თუმცა ვერ დასრულდა. „ჩელსი“ „ბენფიკას“ დაუპირისპირდა და 1:0 ამარცხებდა, როცა თამაში დროებით შეწყდა.
საკუთრიც მატჩი კარგი საცქერი არ გამოდგა. ლონდონური კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ საქმე ნახევარმომენტებამდე თუ მიდიოდა. ამას შესაძლოა, სიცხემაც შეუწყო ხელი. შარლოტში ტემპერატურა 33 გრადუსს აღემატებოდა. „ბანკ ოფ ამერიკას“ სტადიონის ტრიბუნები კი ხალვათად გახლდათ შევსებული.
გოლი რის ჯეიმსმა გაიტანა 64-ე წუთზე საჯარიმოდან, მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა და მეკარე ანატოლი ტრუბინი უძლური აღმჩნდა. თუმცა, ვფიქრობთ, უკეთ გარჯა მართებდა.
მერე ლიამ დელაპმაც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
თამაშის დასრულებამდე ხუთიოდ წუთი რჩებოდა, როცა მსაჯმა გუნდები მინდვრიდან გაიყვანა. მიზეზი მოსალოდნელი უამინდობა გახლდათ. მატჩი გაურკვეველი დროით შეწყდა.