„დორტმუნდის“ ფეხბურთელი ჯეიმი ბაინო-გიტენსი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და უახლოეს ხანში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, რომლის ღირებულება 55 მილიონი გირვანქა სტერლინგია. გიტენსი „ჩელსისთან“ კონტრაქტს 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ჯეიმი გიტენსი 2021 წლიდან „დორტმუნდში“ თამაშობდა და 107 მატჩში 17 გოლი გაიტანა. თავის დროზე ის „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში ირიცხებოდა.