„მილანი“ „ტორინოსა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველს, სამუელე რიჩის დაიმატებს. შეთანხმება მიღწეულია.
ნიჭიერი ფეხბურთელი „როსონერის“ 23 მილიონ ევროდ შეუერთდება, რასაც 2 მილიონის ბონუსი დაემატება. ტრანსფერი მომავალ კვირაში გაოფიციალურდება.
რიჩი „მილანს“ უახლოეს დღეებში შეუერთდება, ხოლო გარდა ამისა, „მილანი“ ლუკა მოდრიჩსაც დაიმატებს, რომელიც იტალიური გრანდის წევრი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გახდება.
სამუელე რიჩი „ემპოლის“ აღზრდილია, „ტორინოს“ კი, 2021 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 109 მატჩში 4 გოლი გაიტანა.