ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ „შტუტგარტის“ ფორვარდი ნიკ ვოლტემადე „ბაიერნის“ დონეს შეესაბამება, მაგრამ 60 მილიონი მასში საკმარისი თანხა არ არის.
„დიდი ხანია ვამბობ: ვოლტემადე „ბაიერნის“ დონის ფეხბურთელია და ვფიქრობ, სწორია, რომ „ბაიერნი“ მისით დაინტერესებულია. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ტრანსფერისთვის 60 მილიონი ევრო ცოტაა. 80 ან 100 მილიონზე რომ იყოს საუბარი, არ გამიკვირდებოდა“, - თქვა მათეუსმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნიკ ვოლტემადემ გასულ სეზონში 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მან ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე გაიბრწყინა, სადაც 6 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.