ფეხბურთი

12:47 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია: "ფეხბურთელებს არავინ ჰკითხა, სურთ თუ არა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში"

„ბარსელონას“ ფეხბურთელი რაფინია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.

როგორც ბრაზილიელმა შემტევმა აღნიშნა, ყველა ფეხბურთელს აქვს შვებულების უფლება:

„როგორც ევროპული კლუბის ფეხბურთელი, ვამბობ, რომ ყველა შვებულებაში უნდა იყოს. ჩვენთვის რთულია დასვენებაზე უარის თქმა, ამის უფლება გვაქვს. ყველა იმსახურებს მინიმუმ სამი კვირის ან ერთი თვის შვებულებას. ბევრ მათგანს, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზეა, ამის უფლება არ ექნება.

არავინ ჰკითხა ფეხბურთელებს ეთანხმებოდნენ თუ არა, ამ თარიღებში ტურნირის ჩატარებას. მე შვებულებაში ვარ და სხვებიც უნდა იყვნენ. მაგალითად, ჩემმა თანამემამულეებმა პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და ტიტულის ზეიმიც ვერ მოასწრეს. ისინი ჯერ ეროვნულ ნაკრებში წამოვიდნენ და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ წავიდნენ“, - თქვა რაფინიამ.

0.094107