ფეხბურთი

18:50 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ნუნიესს ლუკა ამჯობინა

„ნაპოლიმ“ ფორვარდის პოზიციაზე „ლივერპულიდან“ დარვინ ნუნიესის ვარიანტს „უდინეზეს“ შემტევი ლორენცო ლუკა ამჯობინა. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.

„ლივერპული“ ნუნიესს მინიმუმ 50 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო „უდინეზეს“ საწყისი ფასი ლუკას ტრანსფერზე 35 მილიონი ევროა. არის შანსი, რომ კლუბებმა უფრო დაბალ ფასზე მოახერხონ შეთანხმება.

მომდევნო კვირის დასაწყისში მხარეებს შორის შეხვედრა შედგება და კლუბები ეცდებიან, რომ შეთანხმებას მიაღწიონ.

ლორენცო ლუკა „უდინეზეში“ 2023 წლიდან თამაშობს და 75 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ვიჩენცას“, „პალერმოს“, „პიზასა“ და „აიაქსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088958