ფეხბურთი

7:16 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში „ბენფიკა“ გაანადგურა და მეოთხედფინალში „პალმეირასს“ შეხვდება

ლონდონის „ჩელსიმ“ ლისაბონის „ბენფიკა“ ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში 4:1 დაამარცხა და 5 ივლისს მეოთხედფინალში ბრაზილიურ „პალმეირასს“ შეხვდება. მატჩი ფილადელფიაში გაიმართება.

64-ე წუთზე, ჩელსელმა რის ჯეიმსმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. „ბენფიკამ“ გათანაბრება 90+5 წუთზე მოახერხა. ანხელ დი მარიამ პენალტი ზუსტად გარდასახა. დამატებით დროში ლონდონურმა კლუბმა სამი გოლი გაიტანა, თავი კრისტოფერ ნკუნკუმ, პედრო ნეტომ და კირმან დიუსბერი-ჰოლმა გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ „ბენფიკა“ 92-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა, მას შემდეგ, რაც ჯანლუკა პრესტიანი მოედნიდან გააძევეს.

მატჩი 85-ე წუთზე ამინდის მოსალოდნელ გაუარესების გამო შეწყდა, ზუსტად მაშინ, როდესაც სტადიონზე ჭექა-ქუხილი დაიწყო. „ჩელსის“ ფეხბურთელების უკმაყოფილო გამომეტყველებამ მაშინვე აჩვენა, თუ რას გრძნობდნენ ისინი იძულებითი პაუზის გამო.

სტადიონიდან 15 კილომეტრის რადიუსში ყოველი ელვის დარტყმა წამზომს ანულებდა. ასე რომ, საწყისი 30-წუთიანი პაუზა ორ საათამდე გაიწელა. ჯამში მატჩი თითქმის 4,5 საათს გაგრძელდა.

0.097642