„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფლორიან ვირცის „ბაიერიდან“ მერსისაიდურ კლუბში ტრანსფერზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 116 მილიონი ევროა, ბონუსების ჩათვლით.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს გიჟური თანხაა. „ლივერპულის“ ფეხბურთელები ამას იგრძნობენ, თუ ორ ან სამ თამაშში ყველაფერი კარგად არ წავა.
ყველანი ვეთანხმებით, რომ ეს შესანიშნავი ფეხბურთელია. მახსოვს, ერთხელ ვთქვი, რომ წავიდოდი, როგორც კი ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს გადავიხდიდით. მაგრამ სამყარო იცვლება, ეს ბაზარია.
ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გუნდისთვის ღირებულების მოტანა. დრო გვიჩვენებს, გააძლიერებს თუ არა ის ინგლისის მოქმედ ჩემპიონებს“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal Welt.
ვირცი „ბაიერში“ 2020 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან ყველა შეჯიბრში 45 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.