სხვა

10:58 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ისტორიაში საუკეთესოა" - თოფურიას გამარჯვებას UFC-ის მებრძოლები ეხმაურებიან

ილია თოფურიას გამარჯვებას, MMA-ს ვარსკვლავები ეხმაურებიან. UFC-ის ქართველი ჩემპიონი კოლეგებისგან დიდ მოწონებას იღებს და ბევრისთვის მისი აღმასვლა ისტორიულია. უკვე ადარებენ ისეთ ლეგენდას, როგორიც კონორ მაკგრეგორია და ამბობენ, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ჰენრი სეჰუდო: „ილია თოფურია ახლა UFC-ის ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავია.“

ტერენს მაკკინი: „ილია საუკეთესოა UFC-ის ისტორიაში. რა ჯანდაბაა".

სერხიო პეტისი: „თოფურია სულ სხვა დონეა. ლეგენდა!“

გილბერტ ბერნსი: „რა ბრძოლა იყო! თოფურია — სხვა კლასია.“

ილია თოფულიამ ალექსანდრ ვოლკანოვსიკსა და მაქს ჰოლოვეის დამარცხების შემდეგ წონა შეიცვალა და 65-დან 70-ში გადაინაცვლა, სადაც პირველივე სატიტულო ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა, ილიამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მისი შეჩერება ძალიან ძნელი იქნება. მან ბრაზილიელი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და უკვე ორი დივიზიონის ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169838