სხვა

11:57 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანა ვაითი: "ილია ვარსკვლავია, შემიძლია მუჰამედ ალის შევადარო"
"თოფურიასა და პიმბლეტის ბრძოლაზე არ ვფიქრობ"

ილია თოფურიას გამარჯვებას UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი გამოეხმაურა. მან ელ მატადორი მუჰამედ ალის შეადარა, რადგან ილიამ პირობა, რომელიც ბრძოლამდე დადო, ჩარლზ ოლივეირასთან ნოკაუტით გამარჯვების თაობაზე, შეასრულა.

"ილია ვარსკვლავია, წონის შეცვლა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით გამარჯვება შთამბეჭდავია. თოფურია მუჰამედ ალის შემიძლია შევადარო, რადგან სიტყვა შეასრულა.

პიმბლეტის ოქტაგონზე ასვლა? არ ვიცი ტედი რინგზე ვინ აუშვა, ოთახში ვიყავი და სიტუაციას ვერ ვაკონტროლებდი. ამის ნება არ უნდა მიეცათ. ახლა თოფურია-პიმბლეტის შესაძლო ბრძოლაზე არ ვფიქრობ", - განაცხადა დანამ.

აღსანიშნავია, რომ ილიასა და ჩარლზის ბრძოლა საღამოს საუკეთესოდ დადახელდა და შესანიშნავი პერფორმანსის გამო ბონუსის სახით ქართველი დამატებით 50 000 დოლარსაც მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099662