სხვა

12:20 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პედი პიმბლეტი: "დარწმუნებული ვარ, რომ ილიას დამარცხებას მარტივად შევძლებ"

მომავალში ილია თოფურიას ერთ-ერთი რეალურ მეტოქედ პედი პიმბლეტი სახელდება, მიუხედავად იმისა, რომ თავად UFC-ის პრეიდენტმა ეს ფაქტი დღეს უარყო. მას შემდეგ, რაც ელ მატადორმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, დარბაზში მისი სავარაუდო მეტოქეებიც აჩვენეს, რომელთაც ყველაფერი გამომეტყველებაზე ეტყობოდათ.

პედი ოქტაგონზეც ავიდა, რის გამოც ორგანიზაციის პრეზიდენტისგან კრიტიკა დაიმსახურა. თავად კი თოფურიას გამარჯვებას შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"თოფურია სუსტი მეჩვენა, როცა შეხებისას მიბიძგა. დარწმუნებული ვარ, რომ მის დამარცხებას მარტივად შევძლებ. ხალხი ილუზიაშია მის შესაძლებლობებზე — რეალურად, ის ასეთი ძლიერი არ არის. მე რომ ილიას ვებრძოლო, დავამთავრებდი და ყველას დავუმტკიცებდი ამას", - თქვა პიმბლეტმა.

ილია თოფურიამ UFC-ში ზედიზედ მე-9 ბრძოლა მოიგო და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.0977