ილია თოფურიას მიერ ჩარლზ ოლივეირას დამაჯერებელი ნოკაუტის შემდეგ, არმან ცარუკიანმა სოციალურ მედიაში ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ოლივეირა არ უნდა ყოფილიყო. ილიას დაფინიშება მარტივად შემიძლია. სწორედ ამიტომ გაურბის ნამდვილ ნომერ პირველ კონტენდერს. ილიამ ისევ აირჩია მეტოქე, რომელიც მე უკვე დავამარცხე. ის მემალება. ჩემთან ბრძოლა რომ მოინდომოს, ძალიან მარტივად გავთიშავ და ეს თავადაც მშვენივრად იცის", - თქვა ცარუკიანმა.
ილია თოფურიამ UFC-ში ზედიზედ მე-9 ბრძოლა მოიგო და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია.