სხვა

16:25 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიას გამარჯვებას გამოეხმაურა

UFC-ს ლეგენდარული მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ილია თოფურიას გამარჯვებას გამოეხმაურა.

მან ქართველ მებრძოლს ტიტულის მოგება მოულოცა და თქვა, რომ მოსწონს ილიას ჩხუბი:

„გილოცავ ილია ჩემი ძველი ტიტულის მოგებას. თქვა, რომ ბურთებს პედის თავზე დააწყობს და ეს სამართლიანი იქნება. UFC დაბრუნდა? კიდევ რამე აკლია? ზედიზედ სამი ნოკაუტი ძალიან კარგია და ნოკაუტს ვერავინ უარყოფს, ილია მომწონს. ჩარლზსაც არ გაუმართლა. სტილი ქმნის ბრძოლებს. შენ შესანიშნავი და UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ხარ“, - დაწერა მაკგრეგორმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ში ზედიზედ მე-9 ბრძოლა მოიგო და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09364