ძიუდო

19:23 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ბრინჯაოს მედალი კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე

კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველ წრეში საქართველომ ავსტრიას ადვილად 4:1 სძლია. თავიანთი შეხვედრები იჩქიტიძემ, გულბიანმა, მუმლაძემ და კვარაცხელიამ მოიგეს, ხოლო მერკვილაძე დამარცხდა. მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე ლიეტუვა იყო, რომელთანაც 4:2 გაიმარჯვა. ბრძოლები იჩქიტიძემ, მუმლაძემ, ქარჩაიძემ და მერკვილაძემ მოიგეს, ხოლო გულბიანი და კვარაცხელია დამარცხდნენ.

ნახევარფინალში საქართველო საფრანგეთთან ვერაფერს გახდა და 1:4 წააგო. გამარჯვება მუმლაძემ მოიპოვა, მაგრამ გულბიანი, კვარაცხელია, ზაკუტაშვილი და მერკვილაძე დამარცხდნენ. ბრინჯაოს მედლისთვის საქართველო პოლონეთს შეხვდა, რომელსაც ძალიან ადვილად, 4:0 აჯობა და ბრინჯაო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე მანამდე ინდივიდუალურად ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ გიორგი მუმლაძე და ქეთი რობაქიძე, ვერცხლს ცოტნე იჩქითიძე, ხოლო ბრინჯაოს გიორგი ქარჩაიძე, ნანა გულბიანი, ვასილ გამეზარდაშვილი და იოანე აბალაკი დაეუფლნენ.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093125