„პარი სენ-ჟერმენი“ „ლიონის“ დახმარებას ცდილობს, რათა კლუბი ლიგა 2-ში დაქვეითებისგან იხსნას.
პარიზელებმა ბრედლი ბარკოლას ტრანსფერი თანხა, რომელიც გარიგების თანახმად ეტაპობრივად უნდა გადაეხადათ, ერთიანად გადაიხადეს - 50 მილიონი ევრო. ეს პსჟ-სგან ლამაზი ჟესტია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ კლუბების მფლობელებს, ნასერ ალ-ხელაიფისა და ჯონ ტექსტორს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობაა.
ბრედლი ბარკოლა „ლიონის“ აღზრდილია, ხოლო პსჟ-ში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ დედაქალაქურ კლუბში ჩატარებულ 99 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ვალების გამო ფინანსური კონტროლის ორგანომ ლიგა 2-ში დააქვეითა, თუმცა კლუბმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახლა იმედოვნებს, რომ აპელაციას მოიგებს, რაც დაქვეითებისგან იხსნის.