ფეხბურთი

20:40 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქუანსა "ლევერკუზენში" ითამაშებს, "ლივერპულმა" მისი შემცვლელი შეარჩია

„ლივერპულის“ მცველი ჯარელ ქუანსა კარიერას „ლევერკუზენში“ გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელი ორშაბათს გერმანულ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

ქუანსა „ლივერპულის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 58 მატჩში 3 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ეს ამ კლუბებს შორის მიმდინარე ზაფხულს მესამე გარიგება იქნება: მანამდე "ლევერკუზენიდან" "ლივერპულში" ჟერემი ფრიმპონგი და ფლორიან ვირტცი გადავიდნენ.

თავის მხრივ, „წითლები“ ქუანსას შემცვლელის დამატებაზე მუშაობენ და „კრისტალ პალასიდან“ მარკ გეჰის ტრანსფერი სურთ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და გარიგების შანსი მაღალია.

გეჰი „ჩელსის“ აღზრდილია, ხოლო „კრისტალ პალასში“ 2021 წლიდან დღემდე 155 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091321