ფეხბურთი

21:12 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილე სერია A-ში ბრუნდება

„ბოლონია“ ძალიან ახლოსაა „ბეშიქთაშიდან“ ჩირო იმობილეს დამატებასთან. მხარეებმა შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს.

ვეტერანი ფორვარდი იტალიურ კლუბთან 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ბოლონიაში დარწმუნებული არიან, რომ გარიგებას მალე დაასრულებენ. მნიშვნელოვანია ფეხბურთელის სურვილი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება სურს.

ჩირო იმობილემ „ბეშიქთაშის“ მაისურით 41 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მას კარიერის საუკეთესო წლები „ლაციოში“ ჰქონდა, სადაც 340 შეხვედრაში თავი 207 გოლით გამოიჩინა. თავის დროზე „იუვენტუსში“, „პესკარაში“, „ჯენოაში“, „ტორინოში“, „სევილიასა“ და „დორტმუნდშიც“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099234