ფეხბურთი

22:55 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია "დინამო თბილისში" დაბრუნდა

გიორგი ლორია "დინამო თბილისში" დაბრუნდა. თბილისურ კლუბსა და გოლკიპერს შორის ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდა.

დედაქალაქურ კლუბში ჩატარებული მატჩების რეკორდის თანამფლობელნა ცოტახნის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მისი ბოლო კლუბი კვიპროსული ომონია არადიპუ გახლდათ.

გიორგი უკვე შეურთდა გუნდს და სეზონის განახლებისთვის ემზადება. ლორიას "დინამოს" გარდა, "ოფიში", "ოლიმპიაკოსში", "კრილია სოვეტოვში", "ანჟიში", "მაგდებურგში", "ანორთოსისსა" და "ომონია არადიპუში" უთამაშია.

გარდა ამისა, გიორგი ლომთაძე "დინამო თბილისს" შეუერთდა, 23 წლის ნახევარმცველი თბილისურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მან კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გააფორმა.

მისი ბოლო კლუბი ისრაელური "ბნეი იეჰუდა" გახლდათ, თუმცა რეგიონში გართულებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნაადრევად შეწყდა.

ლომთაძე "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს "გაგრას", "სამტრედიას" და თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09475
სარეკლამო ადგილი - 99
X x X