ფეხბურთი

21:55 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ მესის წინააღმდეგ ითამაშა: პსჟ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვარჯიშით გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდისთვის „ინტერ მაიამი“ ძალიან ადვილი ლუკმა გამოდგა და 4:0 გაანადგურა.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა ჟოაო ნევეშმა დუბლი შეასრულა, ტომას ავილესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო შემდეგ თავი აშრაფ ჰაკიმიმაც გამოიჩინა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე შანსები ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა და არც საგოლე კომბინაციაში მიუღია მონაწილეობა. სამაგიეროდ, კარიერაში პირველად მან ლიონელ მესის წინააღმდეგ ითამაშა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მუნდიალის მეოთხედფინალში „ბაიერნს“ 5 ივლისს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 29 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. ახლა კი, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას უმიზნებენ.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ინტერ მაიამი“ 4:0 (4:0)

გოლები: 1:0 ჟოაო ნევეში (6), 2:0 ჟოაო ნევეში (39), 3:0 ავილესი (44), 4:0 ჰაკიმი (45)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09502