მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და ირლანდიასთან დამარცხდა.
კალვიზანოში გამართულ მატჩში საქართველომ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ 35:28 გაიმარჯვა. „უმცროსი ბორჯღალოსნების“ რიგებში ორი ლელო გიორგი სპანდერაშვილმა მიითვალა, ხოლო თითო გაგი მარგველაშვილმა და შოთა ხელაძემ. ოთხი გარდასახვა ლუკა თაყაიშვილის აქტივშია.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მარცხის მიუხედავად, ორი ბონუს ქულა აიღო: 4 ლელოსთვის და 7 ან ნაკლები ქულით მარცხისთვის.
საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩს 4 ივლისს, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს, ბოლო ტურში კი, 9 ივლისს, იტალიას გაეჯიბრება.