„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში „ინტერ მაიამისთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მოხარული ვარ იმით, თუ როგორ მივუდექით მატჩს სტარტზე, შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ, ბედნიერები ვართ. შედეგი სამართლიანია. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, თავიდანვე მოვახერხეთ მათი გაკონტროლება. მეორე ტაიმში ხელიდან შანსები გავუშვით. „ინტერ მაიამიმ“ შეძლო ბურთის უფრო მეტად გადაცემა თავისი სახიფათო მოთამაშეებისთვის და მათ პრობლემები შეგვიქმნეს. ეს ნიშნავს, რომ უმაღლეს დონეზე ყოველთვის კონცენტრირებული უნდა იყო.
ჩვენი კლუბისთვის ისტორიულ სეზონს ვატარებთ და ამ ტურნირზე ბოლომდე მისვლა გვსურს. მეოთხედფინალში ვართ და ჩვენი მიზანია რაც შეიძლება შორს წავიდეთ, მაგრამ ამისათვის ჯერ კიდევ პლეი-ოფის ორი ეტაპის გავლა მოგვიწევს. მზად ვართ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს იმ მენტალიტეტით შევხვდეთ, რაც მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენეთ და ვიმედოვნებთ, რომ თამაშში კიდევ ორი კვირა დავრჩებით.
დღეს პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ, მეორეში ცოტა ნაკლები ენერგია გვქონდა, სხვანაირად იყო, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველა მოთამაშის მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ. როგორც ყოველთვის, უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება, რადგან პროფესიონალური ფეხბურთი ამას მოითხოვს, მაგრამ ბედნიერი ვარ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალში „ბაიერნს“ 5 ივლისს დაუპირისპირდება.