„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ „ინტერ მაიამისთან“ მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ფავორიტები არიან, მაგრამ ფეხბურთში რომ ყველაფერი ხდება, „ბოტაფოგოსთან“ თამაშმაც დაადასტურა.
„ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ, კმაყოფილები ვართ. როდესაც ჩემპიონთა ლიგას იგებ, ავტომატურად ხდები შეჯიბრის ერთ-ერთი ფავორიტი. ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება და როგორც ეს ჯგუფურ ეტაპზე „ბოტაფოგოსთან“ მატჩში ვნახეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, საჭიროა, კონცენტრირებული იყო.
ნევეში? მან ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, ამ გუნდში ყველას შეუძლია გოლის გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. ჟოაოს გამო ბედნიერი ვარ, ის ამას იმსახურებს.
აქ ძალიან კარგად მიგვიღეს, ლოს-ანჯელესში, სიეტლში თუ ატლანტაში. ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. კარგი რაღაცები ჯერ კიდევ წინ არის. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ნიუ-იორკშიც წავალთ.
ფიზიკურად თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ერთა ლიგის შემდეგ, დასვენება და დროულად აღდგენა ძალიან დამეხმარა. შემეძლო ცოტა ადრე დამეწყო თამაში, თუმცა რისკზე არ წავედით, ამიტომ კარგად გამოვჯანმრთელდი“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალში „ბაიერნს“ 5 ივლისს, დაუპირისპირდება.