ფეხბურთი

0:57 | 30.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო: "პსჟ იმდენად ძლიერია, რომ მესისაც გაუჭირდა"

„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„პსჟ შესანიშნავი გუნდია, დიდებული მწვრთნელი ჰყავს და ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები. იმედი მაქვს, „ბარსელონას“ მსგავსად პსჟ-ც დიდხანს ითამაშებს ამ დონეზე. დროთა განმავლობაში ვნახავთ. ვფიქრობ, მესიმ შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მისი მწვრთნელობა პატივია, მაგრამ ამ დონის პსჟ-ს წინააღმდეგ, მესისთვისაც რთულია“, - თქვა მასკერანომ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალში „ბაიერნს“ 5 ივლისს, დაუპირისპირდება.

0.172705