„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიონელ მესის წინააღმდეგ კარიერაში პირველად ითამაშა.
ეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში, პსჟ-სა და „ინტერ მაიამის“ დაპირისპირებაში მოხდა. მატჩის შემდეგ ხვიჩამ სოციალურ ქსელში მესისთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა:
„შენთან ერთად მოედნის გაზიარება ნამდვილად სასიამოვნო იყო“, - დაწერა ხვიჩამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერ მაიამი“ 4:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში 5 ივლისს, მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.